იემენის პრეზიდენტმა მისი წინამორმედის შვილი თანამდებობიდან გადააყენა
იემენის პრეზიდენტმა აბდ რაბუჰ ჰადიმ მისი წინამორბედი პრეზიდენტის შვილი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. აჰმედ ალი სალეჰი საუდის არაბეთში ელჩად იყო მივლინებული.
გავრცელებული ინფორმაციით, იემენის ჯარში ის დიდი პატივისცმითა და ნდობით სარგებლობდა. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს შორის ვინც ჰუსიტებს უჭერდა მხარს. სალეჰის გადაყენების მთავარი მიზეზიც შესაძლოა ეს გამხდარიყო, რადგან იემენში ხშირია დაპირისპირება ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებსა და ჰუსიტებს შორის.