პეტრე პოროშენკოსთვის ქვეყნის ოლიგარქებისგან “წმენდა” წინსვლის ერთადერთი გზაა
უკრაინის პრეზიდენტისთვის, პეტრე პოროშენკოსთვის ქვეყნის ოლიგარქებისგან “წმენდა” წინსვლის ერთადერთი გზაა. ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ პოროშენკოს განცხადებით, “ღირსების რევოლუციის” შემდეგ, კორუფციის აღმოფხვრა, სამართლიანობა და წესრიგი ქვეყნის კრიზისული მდგომარეობისგან ამოსვლის საუკეთესო გზაა. “თუ ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანაში წესრიგი დავამყაროთ, მაშინ ქვეყანა ოლიგარქებისგან უნდა “გავწმინდოთ” რადგანაც ისინი ქაოსს ქმნიან”, – განაცხადა პოროშენკომ.