ლეხ კაჩინსკის მკვლელობის გამო, პოლონეთმა რუსეთს ოფიციალურად დასდო ბრალი
პოლონეთის პროკურატურამ ლეხ კაჩინსკის მკვლელობის გამო, რუსეთს ოფიციალურად დასდო ბრალი. პოლონეთის პრეზიდენტი 2010 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა. ერთ-ერთი პოლონური მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პარასკევს გაიმართება. თუ რა ნივთმტკიცება აქვს პოლონურ მხარეს კაჩინსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი.