ორმხრივი სროლა ბოსტონში – პოლიციელი დაჭრეს, დამნაშავე კი ლიკვიდირებულია

აშშ-ს ქალაქ ბოსტონში ორმხრივი სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა პოლიციელი. დამნაშავე, რომელმაც პოლიციელს ესროლა, საპასუხო სროლის შედეგად მოკლულია. დაჭრილია ასევე ერთ-ერთი გამვლელი. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციელებთან მანქანით მისულმა დამნაშავემ მათ მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნა. ერთი ტყვია 34 წლის ჯონ მოინიჰანს სახეში მოხვდა.
დამნაშავე მონიჰანთან ერთად მყოფმა პოლიციელებმა მოკლეს. დაჭრილი სამართამდამცავი კი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კომაში იმყოფება. ჯონ მოინიჰანმა თავი გამოიჩინა ბოსტონში მარათონზე 2013 წელს მომხდარი ტერაქტის დროს. მაშინ ის პირადად აშშ-ს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები