კიევში ახალზელანდიელი ჟურნალისტი სცემეს

უკრაინის დედაქალაქში ახალზელანდიელი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს. როგორც რუსულ გამოცემა „პრავდა-რუ“-ს უკრაინელმა ჟურნალისტმა ანდრეი ალექსინმა განუცხადა, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჯარედ მორგანი საკუთარ ბინაში შესვლას აპირებდა. მისი თქმით, ჟურნალისტს თავს სამი პირი დაესხა და სასტიკად გაუსწორდა.”
„როდესაც გაიგეს, რომ მორგანი ტელეფონით ინგლისურად საუბრობდა, ისინი მივიდნენ და ჰკითხეს, თუ რატომ იმყოფებოდა ის უკრაინიაში. მორგანმა უპასუხა, რომ ძალიან უყვარს ეს ქვეყანა. ამის შემდეგ მას ცემა დაუწყეს და იქამდე ურტყამდნენ, ვიდრე გონება არ დაკარგა. ის გონზე მოვიდა უკვე ღამით და ძლივს მიფოფხდა სახლში“, – ამბობს ალექსინი. მისი თქმით, ამჟამად მორგანს კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები