ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ომისთვის მზად არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს საგარეო საფრთხეებზე ყოველთვის ექნება ადეკვატური პასუხი, მათ შორის სამხედო აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
„სიტუაცია საკმაოდ რთულია და არ გამოსწორდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დათმობებზე წავალთ. ეს ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსწორდება, თუ რუსეთი უფრო ძლიერი გახდება“, – ამბობს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამჟამად ელვისებური გლობალური დარტყმისთვის ახალი სისტემების შექმნა ხდება, მათ შორის კოსმოსში საომარი მოქმედებების საწარმოებლად. მისი თქმით, დასავლეთის სპეცსამსახურები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაციისა და შიდაპოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისთვის იყენებენ. პუტინის თქმით, ეს მოქმედებები განსაკუთრებით 2016-2018 წლის საარჩევნო კამპანიების დროს გააქტიურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები