ანდრეას ლიუბიცის მეგობარი გოგო – მას სამყაროს შეცვლა სურდა

ანდრეას ლიუბიცს ისტორიაში შესვლა უნდოდა, მას რამე ეფექტური საქციელის ჩადენა სურდა. ამის შესახებ გერმანულ მედიას ლიუბიცის მეგობარმა გოგონამ უთხრა. ანდრეას ლიუბიცი, რომელმაც, გამოძიების აზრით, A-320-ის კატასტროფა შეგნებულად მოაწყო, მისი შეყვარებულის თქმით, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო. კატასტროფის შესახებ ინფორმაციის გაგებისას ლიუბიცის შეაყვარებულს პილოტის სიტყვები გაახსენდა: „მე მსურს სისტემის და მსოფლიოს შეცვლა, მინდა დავამახსოვრდე ადამიანებს“.
ლიუბიცის მეგობარი გოგოს ინფორმაციით, დაღუპული პილოტი კარგად იცნობდა ალპებს, რადგანაც იმ რაიონს ხშირად სტუმრობდა. კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრეასმა ორი „აუდის“ ტიპის მანქანა შეიძინა. ერთი შეყვარებულისთვის უნდა ეჩუქებინა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ისინი დაშორდენენ.
ლუბიცის მეგობარი გოგოს განცხადებით, ის საკმაოდ აღგზნებული ადამიანი იყო და ხშირად ღამით იღვიძებდა ყვირილით „ჩვენ ვვარდებით“. ამის შესახებ გოგომ გერმანულ გამოძემა Bild-ს განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები