სომალიში ტერორისტების მიერ დაკავებული სასტუმრო შტურმით აიღეს

სომალელმა სამხედროებმა 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ცენტრში მდებარე სასტუმრო გაათავისუფლეს, რომელშიც წინა დღეს „აშ-შაბაბის“ ბოევიკები შეიჭრნენ. ბრძოლის შედეგად საერთო ჯამში 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სომალის ელჩი შვეიცარიაში. დაიჭრა 20-დე ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, იერიში მიიტანეს დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ ბოევიკებზე, რის შედეგად მათი საველე მეთაური მოკლეს. შესაძლებელია, რომ ბოევიკების ეს აქცია დაჯგუფების წევრის დაღუპვაზე შურისძიებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები