ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მემორიალი დაშალეს (ვიდეო)
გვიან ღამით მოსკოვში უცნობმა ადამიანებმა ოპოზიციონერ ბორის ნემცივის მკვლელობის ადგილიდან ყვავილები, სანთლები და ფოტოები აიღეს. ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ ამას უფორმო ადამიანების ჯგუფი აკეთებს.
„ყველაფერი წაიღეს, ახალი და ძველი ფოტოები, სანთლები, ყველაფერი. მოქმედებდნენ ორგანიზებულად, რა თქმა უნდა ზევიდან შესაბამისი ბრძანება მიიღეს“, – განაცხადა ოპოზიციური გაერთიანება „პარნასის“ წარმომადგენელმა ნატალია პელევინამ.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე საათის შემდეგ ნემცოვის მკვლელობის ადგილზე კვლავ გაჩნდა ყვავილები, მისი სურათები და რუსეთის დროშები.
რუსეთის ე.წ. გამანთავისუფლებელი მოძრაობა SERB-ის წარმომადგენელებმა ნემცოვის მემორიალი 24 მარტსაც დაარბიეს. მოგვიანებით მემორიალი აღადგინეს, თუმცა SERB-ის წარმომადგენლებმა აქციის განმეორება დაანონსეს. მათი განცხადებით, „მოსკვორეცკის ხიდი საზოგადოებრივი ადილია და მისი საღორედ გადაქცევა დაუშვებელია“.