რუსეთი და აშშ 2024 წლის შემდეგ ახალი კოსმოსური სადგურის შექმნას გეგმევენ

2024 წლის შემდეგ, როდესაც მოქმედი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციის პერიოდი დასრულდება, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ახალი ერთობლივი კოსმოსური პროექტის განხორციელებას გეგმავენ. როგორც რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა იგორ კომაროვმა განაცხადა, ეს „ღია პროექტი იქნება და მასში არა მარტო დღევანდელ მონაწილეებს, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ ჩართვა.“ კომაროვმა ასევე აღნიშნა, რომ „როსკოსმოსმა“ და ნასამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 2024 წლამდე ექსპლუატაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები