გერმანიის პოლიციამ A-320-ის მეორე პილოტის სახლში ჯანმრთელობის დახეული ცნობა აღმოაჩინა

ანდრეას ლუბიცის სახლში, რომელმაც გამოძიების აზრით, Germanwings-ის თვითმფრინავის კატასტროფა შეგნებულად მოაწყო, პოლიციამ დახეული ჯანმრთელობის ცნობა აღმოაჩინა. ეს ცნობა ლუბიცს ტრაგედიის დღეს ავადმყოფობის გამო შვებულების უფლებას აძლევდა. პოლიციამ ასევე სხვა სამედიცონო დოკუმენტაცია იპოვა, რომელიც მიუთითებს, რომ ლუბიცი ავად იყო. პილოტმა თავისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიისგან დამალა.
გამოძების ინფორმაციით, ანდრეას ლუბიცმა რამდენიმე წლის წინ დეპრესია განიცადა და ამის გამო მფრინავების სასწავლებელში დროებით სწავლაც კი შეწყვიტა. კატასტროფის ძირითადი ვერსიის მიხედვით, 24 მარტს ლუბიცი ავიალაინერის კაბინაში ჩაიკეტა და თვითმფრინავი კლდეს შეგნებულად შეაჯახა. კატასტროფის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა. დღესვე გავრცელდა ინფრომაცია, რომ ლუბიცი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს კარგად იცნობდა. სწორედ იქ, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, ის ხშირად დაფრინავდა პლანერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები