საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს „ლუფთჰანზა“ 50 ათას ევროს გადაუხდის

24 მარტს საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მგზავრების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ. კომპანია „ლუფთჰანზა“ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 50 ათას ევროს გადაუხდის. ამის შესახებ კომპანია „ლუფთჰანზას“ წარმომადგენელი იუწყება, რომლის შვილობილი კოპმანიაა „ჯერმანვინგი“.
ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე გერმანიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, კოლუმბიის, მექსიკის, დანიის, ბელგიის, ისრაელის, ავსტრალიის, ვენესუელას, ირანის და აშშ-ს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სულ 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. ყველა მათგანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები