ნიგერიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ნიგერიამ უსაფრთხოების მიზნით საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა. პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითადი ბრძოლა ქვეყნის მოქმედ პირველ პირს, გუდლაკ ჯონათანს და მაღალი რანგის სამხედროს, მოჰამად ბუხარის შორის გაიმართება.
ბუხარი უკვე იდგა ნიგერიის სათავეში. 1983 წელს ის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედგად მოვიდა და ქვეყანას 3 წელი მართავდა, როგორც დიქტატორი. მაშინ ბუხარიმ პრესის თავისუფლება შეზღუდა და რეჟიმის მოწინააღმდეგეები დააპატიმრა. 1985 წელს დიქტატორი დაამხეს და დააპატიმრეს. ახლა მას კვლავ ხელისუფლების პირველი პირის პოსტის დაკავება სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები