სომალიში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

10 ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ერთ-ერთ სასტუმროზე ბოევიკების თავდასხმის შედეგად. „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სომალის ელჩი შვეიცარიაში. ტერორისტული დაჯგუფება აშ-შაბაბის ბოევიკებმა ოტელზე თავდასხმა პარასკევს საღამოს მოაწყვეს. მას შემდეგ ტერორისტებს და სამთავრობო ძალებს შორის ორმხრივი სროლა გრძელდება. 12 -საათიანი ბრძოლის შედეგად სომალის ხელისუფლების ქვედანაყოფებმა სასტუმროს პირველი სართული დაიკავეს. მათი ინფორმაციით, ტერორისტები თავს მეოთხე ან მეხეუთე სართულს აფარებენ. შესაძლოა მათ მძევლებიც ჰყავდეთ აყვანილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები