ზუგდიდში მომხდარი სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის ძარცვის ფაქტი გახსნილია (ვიდეო)

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვალერ ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში ავტომანქანით გზა გადაუღობა „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ნინო ბ. მართავდა. ვალერ ბ-მ ჩაამტვრია აღნიშნული ავტომანქანის გვერდითა საქარე მინა, ნინო ბ-ს დედას – გული მ-ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც 40 000 ლარი იყო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვალერ ბ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზუგდიდში დააკავეს. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები