ინგა გრიგოლია: მთავარია ვოლსკიმ კომკავშირის კრების მოწვევა არ მოითხოვოს, სხვა ყველაფერს ეშველება

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ქრონიკის“ პირდაპი ეთერში, გადაცემა “რეაქციის“ თემების დაანონსებისას დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებას ნაწილობრივ გამოეხმაურა.
“მთავარია გია ვოლსკიმ კომკავშირის კრების მოწვევა არ მოითხოვოს სხვა ყველაფერს ეშველება, თქვენს ძვირფას საეთერო დროს არ დავხარჯავ ბატონი ვოლსკის საპასუხოდ, ჩვენ ამაზე პასუხს “რეაქციიდან“ გავცემთ“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ უმრავლესობის სახელით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დღეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები