დიპლომატიური სკანდალი კანადაში – პუტინი ტერორისტია

კანადაში, ემიგრაციის საკითხებში მინისტრის, კრის ალექსანდერის განცხადებას სკანდალი მოჰყვა, სადაც მინისტრმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ტერორისტი უწოდა. ამის შესახებ, “უკრაინსკაია პრავდა” წერს.
როგორც ცნობილია, კანადის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნული განცხადება ჯერ კიდევ 22 თებერვალს, კანადაში უკრაინელების კონგრესზე გააკეთა.
“ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო წააწყდა. ასე მიიჩნევს კანადის პრემიერ-მინისტრიც და ჩვენი მთლიანი გუნდი. დიახ, ეს არის ტერორიზმი. ვლადიმერ პუტინი მოქმედებს როგორც ტერორისტი”, – განაცხადა კრის ალექსანდერმა.
23 მარტს აღნიშნული განცხადება, რუსეთის ფედერაციის საელჩომ, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განათავსა წარწერით – “ხუთ წუთიანი სიძულვილი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები