ობამა – რამდენიმე წლის შემდეგ ადამიანს ანტიბიოტიკები ვეღარ უშველის

ანტიბიოტიკების მიმართ სხვადასხვა ბაქტერიის და ვირუსის რეზისტენტულობა ჯანდაცვის სისტემის მომავალი 2-3 წლის მთავარი გამოწვევაა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ წამლების უკონტროლო და მასობრივმა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს და წამალი მათ ვეღარ ერევა. „ეს მდგომარეობა მსოფლიო ჯანდაცვის სიტემას რეალურ საფრთხეს უქმნის და მსოფლიო შუა საუკუნეებში შეიძლება დააბრუნოს. რამდენიმე წლის შემდეგ ადამიანები შეიძლება ისევ მასობრივად დაიღუპონ ფილტვების ანთებით, სიფილისით, ტუბერკულოზით, სისხლის მოწამვლით და სხვა ინფექციებით, რომლებიც დღეს კარგად იკურნება ანტიბიოტიკებით“, – ამბობს ბარაკ ობამა.
ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ შეერთებულ შტატებში 1,2 მილიარდი დოლარია აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები