ბრიტანელმა მედიკოსებმა პაციენტს მკვდარი გული გადაუნერგეს

დიდ ბრიტანეთში ქირურგებმა პაციენტს მკვდარი გული გადაუნერგეს. გაზეთ „გარდიანის“ ინფორმაციით, ოპერაცია პაპვორის კლინიკაში ჩატარდა. ექიმებმა გაჩერებული გული 60 წლის პაციენტს გადაუნერგეს და შემდეგ მისი რეანიმაცია შეძლეს. მედიკოსების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ბრიტანეთში ჩატარებული ოპერაცია უნიკალურია იმით, რომ, როგორც წესი, დონორებს იმ ადამიანების გულს უნერგავენ, ვისი თავის ტვინი აღარ ფუნქციონირებს, ხოლო გული მუშაობას აგრძელებს. ამ შემთხვევაში კი დონორი გახდა ადამიანი, ვისი გულიც და ფილტვებიც უკვე აღარ მუშაობდა. სპეციალისტების განცხადებით, ეს ტექნოლოგია გულზე ოპერაციების რაოდენობას 25%-ით გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები