ჩრდილოეთ კორეაში ორი სამხრეთკორეელი ჯაშუში დააკავეს

ჩრილოეთ კორეაში ორი ადამიანია დაკავებული, რომლებიც სამხრეთ კორეის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. სეული მათ გათავისუფლებას მოითხოვს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან კიმ კუკ გი და ჩხვე ჩხონ კილი. გამოძიების ცნობით, ორი ადამიანი ჩინურ სასაზღვრო ქალაქ დანდუნში ცხოვრობდნენ და თითქოს კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, სინამდვილეში „ეს პირები მონაწილეობდნენ ცილისმწამებლურ კამპანიაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზებულია ამერიკელი იმპერიალისტების და მარიონეტული რეჟიმის მიერ საერთაშორისო არენაზე ჩრდილოეთ კორეის იზოლაციასა და ბლოკადის მიზნით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები