დავით უსუფაშვილმა აშშ-ს „ეროვნული ომის კოლეჯის“ დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფასვილმა აშშ-ს „ეროვნული ომის კოლეჯის“დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები. აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესს და ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე სამხედრო კუთხითაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები