ე.წ. კაბელების საქმის პროკურორებმა მასალები სასამართლოს წარუდგინეს

 ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა ხელი მოაწერეს იმ ოქმს, რომელზეც პროკურატურა ითხოვდა ხელმოწერას, თუმცა მიუთითეს, რომ მათ მტკიცებულებები არ გადასცემიათ. როგორც საქალაქო სასამართლოში აღნიშნული პროცედურის შემდეგ ჟურნალისტებს ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მოეხდინათ მტკიცებულებების იდენტიფიცირება, თუ რა აქვს გადაცემული დაცვის მხარეს და პროკურორმა ამის სანაცვლოდ წარმოადგინა მხოლოდ მტკიცებულებების სია. მისი თქმით, პროკურორებმა წარმოადგინეს ნუსხა, რომელსაც თან ახლდა მტკიცებულები.
“შესაბამისად, ჩვენ ოქმზე ხელი მოვაწერეთ და მივუთითეთ, რომ არ გადმოგვცემია მტკიცებულებები. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ამასთან, ჩვენ შევიტყვეთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დაუნიშნავთ კიდევ ერთი საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. ეს ყოველივე სცდება საზღვრებს, ამას ცინიზმიც აღარ ჰქვია. პროკურატურა ახლა არკვევს, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. პროკურორები ე.წ. კაბელების საქმის მასალებს სასამართლოს აბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები