ყირიმში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

იარაღის უკანონო ტარებისთვის ყირიმში 3 ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. ესენი არიან: კახაბერ ორაგველიძე, მეტსახელად „კახა ტბილისკი“, კამო საფარიანი და გილანი ალიევი, მეტსახელად „გილანი სედოი“. ჩხრეკის შედეგად საფარიანის და ალიევის სახლებში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები და ტყვია-წამალი. მათ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ორაგველიძეს, მის სახლში იარაღი არ ყოფილა და ქართველ “კანონიერ ქურდს” წვრილმანი ხულიგნობისთვის 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები