ნიუ-იორკში ხუთსართულიანი სახლი აფეთქდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

ნიუ-იორკში, მანჰეტენის რაიონში მდებარე სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად 5-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ასევე მთლიანად დაიწვა გვერდით მდებარე შენობა. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაიღუპა 5 და დაშავდა 19 ადამიანი. წინასწარი ვერსიით, შენობაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.
როგორც სააგენრო „როიტერს“ თვითმხილველებმა შეატყობინეს, სახლიდან დასისხლიანებული ადამიანები გამორბოდნენ, რომლებიც შემდეგ სასწრაფოებს მიჰყავდათ. სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში 4 სახლი დაიწვა. სამი მათგანი ჩამოინგრა.

11075738_10203644425862819_1174990188_n 11091066_10203644425982822_1585763759_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები