სად ცხოვრობდა გერმანელი მფრინავი, რომელიც ავიალაინერის ჩამოგდებაშია ეჭვმიტანილი? (ფოტო, ვიდეო)
ჟურნალისტებმა გერმანიაში იმ მფრინავის სახლს მიაგნეს, რომელიც ავიალაინერის ჩამოგდებაშია ეჭვმიტანილი. ანდრეას ლუბიცის სახლს პოლიციელები იცავენ. შენობასთან შეკრებილები არიან ჟურნალისტები.
შეგახსენებთ, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ „ეარბას А-320“-ის მეორე მფრინავი 28 წლის ანდრეას ლუბიცია. გამოძიების ინფორმაციით, ლუბიცი კატასტროფის დროს პილოტის კაბინაში მარტო იმყოფებოდა და მან თვითმფრინავის დაშვება შეგნებულად განახორციელა. გამოძიების მასალების მიხედვით, დაშვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხომალდის კაპიტანმა ლუბიცს ავიალაინერის მართვა გადასცა და თვითონ კაბინიდან გავიდა. ავიაკატასტროფას 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეკიპაჟის არც ერთი წევრი და მგზავრი არ გადარჩენილა.
https://www.youtube.com/watch?v=8PuQ-rv5DpE