გივი თარგამაძემ პროკურატურა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ პროკურატურა დატოვა. დეპუტატი გამომძიებლების შეკითხვებს 9 საათის განმავლობაში პასუხობდა. თარგამაძე ჩვენებას რუსლან ბაზიაშვილის საქმესთან დაკავშირებით აძლევდა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველი შს სამინისტროდან ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულეს.
როგორც დეპუტატმა საგამოძებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
“მათი კითხვები იყო, როგორც წესი, სულელური – თუ რატომ არ მაქვს თან მობილური ტელეფონი, მაქვს თუ არა სურვილი ის დაათვალიერონ და ალბათ შიგნით “ჩიპი” ჩადონ და ასე შემდეგ. სხვა მხრივ რაიმე სერიოზული დაინტერესება გამოძიებას არ ჰქონია. მხოლოდ გამოსჭვიოდა ინტერესი იმისა, რომ როგორმე ამ საქმეში გახლართონ პატიოსანი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი ან დავით მანჯავიძე, რომელსაც ქურდების წარმომადგენლებმა მანქანა დაუწვეს. მხოლოდ ეს არის გამოძიების ინტერესი. ერთი რამ აშკარად ჩანდა – იმ დავალების მიხედვით, რომელიც მათ ტელევიზორიდან მიიღეს, იმ ბიჭისგან, რომელიც დღეს პრესკონფერენციაზე საოცრებებს აფრქვევდა, ცდილობენ საქმე რამენაირად მის დავალებას მიუსადაგონ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ.
საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვით, საპატრულო პოლიციის უკვე გათავისუფლებული თანამშრომელი ოპოზიციონერ დეპუტატს უწყებაში დაცულ სხვადასხვა ინფორმაციას სისტემატურად აწვდიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები