ექსპერტი: კომპანია „ვიზეარი“ უკრაინიდან კორუფციის გამო მიდის

უკრაინის სატრანსპორტო სფეროს ექსპერტს ვიაჩესლავ კონოვალოვს მიაჩნია, რომ კომპანია „ვიზეარი“ უკრაინიდან სახელმწიფო საავიაციო სამსახურში კორუფციის გამო მიდის. მეორე მიზეზად ექსპერტი საავიაციო ბაზრის მოცულობის შემცირებას ასახელებს.
„ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სახელმწიფო საავიაციო სამსახურის თავხედური საქციელია. მას სურს, ახალი წესები ყველა შესაძლებელი მეთოდით დაამკვიდროს“, – ამბობს კონოვალოვი „ობოზრევატელთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ახალი წესების მიხედვით, უკრაინიდან საერთაშორისო ფრენების მსურველმა კომპანიებმა შიდა რეისების შესრულების ვალდებულება უნდა აიღონ.
„თუ ადრე ასე თუ ისე თვითმფრინავები კიევიდან სიმფეროპოლში და დონეცკში დაფრინავდნენ, ახლა ეს მიმართულებები გაურკვეველი დროით ჩაიკეტა“, – ამბობს ექსპერტი.
მისი განცხადებით, „ვიზეარი“ ჯერ კიდევ 2014 წელს აფრთხილებდა, რომ უკრაინის ბაზარს დატოვებს, თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ზეწოლა არ შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ვიზეარი“ კიევი – ქუთაისის მიმართულებით რეისებსაც ასრულებდა, რომელიც ასევე გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები