ტაილანდში ჟურნალისტებს ტყუილისთვის სიკვდილით დასჯიან

„უბრალოდ სიკვდილით დავსჯით“, – ასე გამოეხმაურა ტაილანდის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი პრაიუტ ჩან-ოჩა რეპორტიორების კითხვებს, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყნის ხელისუფლება იმ ჟურნალისტების წინაღმდეგ, ვინც სიმართლეს არ ამბობს. მანამდე პრაიუტი ამბობდა, რომ შეუძლია ქვეყანაში ნებისმიერი მედიასაშუალების დახურვა. თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, ტაილანდელი სამხედროები, რომლებიც გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ, უფრო სერიოზულად არიან განწყობილები. „არ არის აუციელებელი, მთავრობის მხარე იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა გენერალმა. მისი აზრით, ეს აზიურ სახელმწიფოში ერთიანობის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა. პრაიუტი ტაილანდის სათავეში გასული წლის მაისში მოვიდა, როდესაც მან ქვეყნის ხელისუფლება დაამხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები