სარფის საბაჟოდან მგზავრს საიუველირო ნაკეთობები ფარულად შემოჰქონდა
სარფის საბაჟოდან მგზავრს საიუველირო ნაკეთობები ფარულად შემოჰქონდა, – ამის შესახებ “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
“დიდი რაოდენობით ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების გვერდის ავლით შემოტანა სცადა სგპ “სარფის” ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ნ.ტ.-მ. საბაჟო პროცედურების დროს მგზავრის ხელჩანთასა და სხეულზე მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს: 205 ცალი ყელსაბამი (1024,01,2 გრ.), 25 ცალი სამაჯური (274,94გრ.), 77 ცალი ბეჭედი (529,15 გრ.), 21 ცალი ოთხეული (წყვილი საყურე, ბეჭედი, გულსაკიდი) (348,34 გრ.), 6 ცალი სამეული (წყვილი საყურე, ბეჭედი) (101,24 გრ.), 72 ცალი გულსაკიდი (398,37 გრ.), 66 წყვილი საყურე (436,25 გრ.), 2 ცალი საყურე (6,46 გრ.)”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათი ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და სანქციის სახით 3411,20 ლარის გადახდა შეეფარდა.