იემენის ამბოხებულებს არაბულმა სამყარომ ომი გამოუცხადა

22 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა იემენში საუდის არაბეთის საჰაერო ძალების მიერ ქვეყნის დედაქალაქ სანაზე განხორციელებული საავიაციო დარტყმის შედეგად. რაკეტების უდიდესი ნაწილი აეროპორტთან მდებარე საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. ავიადარტყმის სამიზნე სანას საერთაშორისო აეროპორტი და სამთავრობო დაწესებულებები იყო.
ტელეარხ „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ავიაბაზა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები გაანადგურეს. იემენის ამბოხებულების წინააღმდეგ საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მასში საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბახრეინი, გაერთიანებული საემიროები და ყატარი მონაწილოებენ. ეს ქვეყნები გამოეხმაურნენ იემენის პრეზიდენტის აბდ დაბუ მანსურ ჰადის თხოვნას ამბოხებული შიიტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების თაობაზე. ამ ეტაპზე ამბოხებულები ქვეყნის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები