გიორგი მარგველაშვილი აპრილში რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვატიკანის ნუნციუსს საქართველოში მარეკ სოლჩინსკის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პრეზიდენტის ვატიკანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილეს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ვატიკანს აპრილის თვეში ეწვევა, სადაც ქვეყნის პირველი პირი რომის პაპთან შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები