„საზოგადოებას არ აქვს ამნეზია, რომ ასეთ მოკლე ხანში დაავიწყო ის ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ხდებოდა“

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობის გადაყენების პროცედურების დაწყებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე არასერიოზულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამით ოპოზიცია მათი წარუმატებელი აქციის გადაფარვას ცდილობს.
როგორც ხუნდაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მთავრობის გადაყენების თეორიული შანსიც კი არ არსებობს.
„მთავრობის გადაყენების მოთხოვნა აბსოლუტურად არასერიოზულია, ამის შესაძლებლობის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ეს თვითონ „ნაციონალებმაც“ კარგად იციან, მაგრამ ამით ცდილობენ 21 მარტის წარუმატებელი აქცია რამე თემით გადაფარონ და ეს თემა უნდა იყოს ისეთი, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლებას მიაყენებენ დარტყმას. ოპოზიციას ყოველთვის აქვს რაღაც ხელჩასაჭიდი, მაგრამ ეს ჩასაჭიდი რეალისტური უნდა იყოს და არა აპოკალიფსის შემქმნელი. ორომტრიალი არავის უნდა. ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება, შიდა პოლიტიკური სტაბილურობა საგარეო პოლიტიკური წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. “ნაცმოძრაობა“ ღრმა სიზმარშია. საზოგადოებას არ აქვს ისეთი ღრმა ამნეზია, რომ ასეთ მოკლე ხანში დაავიწყო ის ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ხდებოდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები