„საზოგადოებამდე ვერ მიდის მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები, ამიტომ საზოგადოებას ანგარიშს წარვუდგენ“

საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციის დაწყებამდე მასმედიის წარმომადგენლებს დაა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა. მისი განცხადებით, საზოგადოებამდე სათანადოოდ ვერ მიდის მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები.
“ბევრი კითხვაა დაგროვილი საზოგადოებაში, მედიაში, ამიტომ მზად ვარ თქვენს კითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები.
მანამდე მინდა, ვისარგებლო ამ ფორმატით და იქიდან გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს, მე მსურს ერთგვარი ანგარიში წარვუდგინო საზოგადოებას იმის თაობაზე, რას საქმიანობს ჩვენი მთავრობა, როგორია ჩვენი ხედვა, რა გვაქვს დაგეგმილი, ასევე შევაჯამო განვლილი სამუშაოები”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დღეს ბევრ ისეთ საკითხს შეეხება, რომელიც აწუხებს საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები