გიორგი მარგველაშვილი: რეგიონში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რაც უსაფრთხოების მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რაც უსაფრთხოების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე – “დემოკრატიის არსი საგარეო ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში” განაცხადა. მისი თქმით, უდიდესი გამოწვევაა, განავითარო დემოკრატია, როდესაც საზღვრები არის მორღვეული, ტერიტორიები – ოკუპირებული. საერთაშორისო კონფერენციაზე მიმდინარე დისკუსიისას გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველოში მოხდა არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებში.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რეგიონში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რაც უსაფრთხოების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც ისაუბრა აღნიშნა, რომ თუკი ხელშეკრულებებამდე არსებობდა საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ეს რეჟიმი ანექსიის რეჟიმში გადავიდა. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანი უწოდა ნატო-სგან მიღებულ პაკეტს. პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ნატოს მეტი წარმომადგენლობა და ჩართულობა საქართველოში და საქართველოს მეტი წარმომადგენლობა ნატოში.