დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ათენში გაემგზავრა

სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ.ათენში გაემგზავრა.  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 26 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნტისთან და საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეორგიოს ვარემენოსთან. შეხვედრებზე რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე ისაუბრებენ.
სახელმწიფო მინისტრი ათენიდან კვიპროსის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის შეხვედრები კვიპროსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი შეხვედრას გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოანის კასულიდისთან. საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პესპექტივებზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროში კვიპროსისა და საქართველოს დელეგაციები გაფართოებული კონსულტაციების ფორმატში იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები