შაბათს მსოფლიო ერთი საათით ჩაბნელდება

შაბათს, 28 მარტს, 20:30-ზე მთელი მსოფლიო ერთი საათით ჩაბნელდება. აქციას ატარებს ბუნების მსოფლიო ფონდი WWF და მისი მოწოდების მიხედვით მთელ მსოფლიოში ერთი საათით მოსახლეობა შუქს გამორთავს. აქცია „დედამიწის საათი“ 2007 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა სიდნეიში დააარსა. 2008 წელს ამ აქციაში უკვე 50-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხოლო 2014 წელს ამ კამპანიაში 162 ქვეყნის 7 ათასი ადამიანი იყო ჩართული. აქციის მიზანია, ბუნებაზე მავნე ზეგავლენის შემცირება, რასაც ელექტროსადგურების გამონაბოლქვი იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები