შსს-მ ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 18.11.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 15.01.1977 წ. დაბადებული მუზაფერ უსტაბაში დააკავეს.
მუზაფერ უსტაბაშს ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე, 322-ე, 323-ე, 461-ე, 468-ე, 471-ე, 472-ე და 484-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობის ორგანიზებას ან ყაჩაღობას გულისხმობს.
2011 წელს ქალაქ ანდერლეხტში მდებარე ბულგარული სატრანსპორტო კომპანიის „ექსპრესტრანსის“ მძღოლმა გააკეთა განაცხადი მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. პოლიციელების ფორმაში გადაცმული 5 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა კომპანიაში, გაანეიტრალეს – „Turkish Way”-ში მყოფი 5 დისპეტჩერი, აიყვანეს ისინი მძევლებად და მუქარით წაართვეს კონვერტი, რომელშიც, სავარაუდოდ, იყო 56-დან 87 700 ევრომდე თანხა. აგრეთვე, იქ მყოფ პირებს წაართვეს მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაული, სავარაუდოდ, მომაზადა ვინმე „ტოტი“-მ. შემდგომი ღონისძიებების შედეგად „ტოტი“ იდენტიფიცირებული იქნა, როგორც მუზაფერ უსტაბაში. ამჟამად მუზაფერ უსტაბაში დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

11091244_638211676280835_4815652512935681471_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები