„მთავრობის გადაყენების პროცედურების დაწყებით, „ნაციონალები“ 21 მარტს განცდილი კრახის გადაფარვას ცდილობენ“

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. კახიანმა ოპოზიციის ინიციატივა უპერსპექტივო წამოწყებად და 21 მარტს განცდილი კრახის გადაფარვის მცდელობად შეაფასა.
„ეს აბსოლუტურად უპერსპექტივო წამოწყებაა, როემლიც კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ისინი ამით ცდილობენ ის იმედგაცრუება გადაფარონ, რომელიც 21 მარტის აქციის დროს ჰქონდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ მთავრობის გადაყენების მცდელობას იწყებენ. ეს ძალიან რთული პროცედურაა, მხოლოდ პროცედურის დასაწყებად 60 პარლამენტის წევრის მხარდაჭერაა საჭირო. მათ, როგორც ჩანს, ჰქონდათ იმედი, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს დაუჭერდნენ, თუმცა ისინი ამ ინიციატივას გაემიჯნენ. ისინი 60 ხმასაც კი ვერ მოაგროვებენ. ამით ისინი 21 მარტის კრახის გადაფარვას ცდილობენ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები