პირი, რომელმაც ავარიის შედეგად ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია

სამართალდამცვებმა თელავში „ოპელის“ მარკის მძღოლი შოთა კ. დააკავეს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევისას ხანდაზმული ქალი ადგილზევე მოკლა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შემთხვევა თელავში, სოფელ ვანთაში გუშინ მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, თელავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც თვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები