სამგორის რაიონის გამგებლის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს
სამგორის რაიონის გამგებლის პირად მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა „ტოიოტას“ მარკის ჯიპს ცეცხლი წაუკიდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ინციდენტი დღეს, აკურის 22 ნომერში მოხდა. ხანძრის ჩაქრობა მამუკა ჩოქურმა მეზობლების დახმარებით შეძლო. მოქმედი გამგებელი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
„მარცხენა მხარეს საბურავს ცეცხლი ეკიდა. ქალბატონს, რომელიც აქვე ცხოვრობს, აალების ხმა გაუგია, გარეთ გამოსულა და წყალი მიუსხია. შესაძლოა, პოლიტიკურ მოტივს დავუკავშირო, თუმცა ვიდრე გამოძიება მიზეზს არ დაადგენს, ვერ დავიწყებ ბრალდებებს, მაგრამ ფაქტია, თავისით არაა წაკიდებული“, – აღნიშნა მამუკა ჩოქურმა. ფაქტზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.