გურჯაანში საპატრულო პოლიციის ავტომობილი დააზიანეს

გურჯაანში საპატრულო პოლიციის ავტომობილი დააზიანეს. როგორც „კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საპატრულო ეკიპაჟი მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებას აწარმოებდა, დილით კი მანქანა დაზიანებული აღმოჩნდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე განმარტებით, რამ გამოიწვია პატრულის ავტომობილის დაზიანება და აქვს თუ არა მომხდარს დანაშაულთან კავშირი, ამას გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები