ზესტაფონში ოჯახს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ
იმერეთში ყაჩაღობა მოხდა. ზესტაფონში გვიან ღამით იჭვანიძეების ოჯახს თავს დაესხნენ. მათთან ხელკეტებითა და იარაღით შეიარაღებული 4 ნიღბიანი პირი შეიჭრა. შემთხვევის შედეგად ოჯახის უფროსი დაიჭრა, რაც შეეხებათ ოჯახის დანარჩენ წევრებს, ისინი ნაცემები არიან. როგორც ცნობილია, თავადმსხმელები ოჯახისგან ფულს ითხოვდნენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.