რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის დაღუპვას არ ადასტურებს
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის, ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსის ბაიკალის ტბაში დახრჩობას არ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ვინც საჭესთან იჯდა, ვიქტორ დავიდოვი იყო და არა იანუკოვიჩის უმცროსი ვაჟი. შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ექსპრეზიდენტის ვაჟი 20 მარტს ბაიკალის ტბაში დაიხრჩო. აღსანიშნავია ისიც, რომ იანუკოვიჩის ოჯახს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.