მედიაში ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის დაღუპვის ახალი დეტალები ვრცელდება

რუსულ მედიაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩის დაღუპვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
უმცროსი იანუკოვიჩი ბაიკალზე მის 5 მეგობართან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა. მოულოდნელად ყინულის ზედაპირი ჩაიშალა და “ფოლცვაგენის” ტიპის მანქანა ყინულის დაბლა აღმოჩნდა. ავტომობილში მყოფმა ხუთმა ადამიანმა ზედაპირზე ამოსვლა მოახერხა, თუმცა ის ვინც საჭესთან იჯდა, დღეს მკვდარი იპოვეს. გარდაცვლილი ვიქტორ იანუკოვიჩის შვილი აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყინულის ქვეშ ის 20 მარტის შემდეგ იმყოფებოდა. მისი ამოყვანა მაშველებმა მხოლოდ დღეს შეძლეს. იანუკოვიჩის ოჯახი ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები