თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ცაავას პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის გამგებელის მოადგილეს მამუკა ცაავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია. შესაბამისად ისინი ცაავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ.
შეგახსენებთ, ცაავა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთ მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ მან 3 ათასი ევრო მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები