პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გამო ვაშინგტონმა პოლონეთში „პეტროიტის“სისტემები, 30 სამხედრო მანქანა და 100 კაციანი ქვედანაყოფი გაგზავნა. მათ ვარშავის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განათავსეს. ამერიკელი ჯარისკაცები პოლონელ კოლეგებს “პეტრიოტების” მართვას შეასწავლიან.
სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ვაშინგტონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც გაგზავნა, სადაც ნატოს მასშტაბური წვრთნები იწყება. ამერიკული ტანკები და სამხედრო მანქანები ჯერ ესტონეთში განალაგეს, რის შემდეგაც მათ უკვე ლატვიისა და ჩეხეთის გავლით გერმანიაში გადასხავენ. როგორც ცნობილია, ერთობლივი წვრთნები სწორედ ვილსეკის პოლიგონზე იგეგმება.