ბულგარეთის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებას არ დაესწრება
ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი მოსკოვში, 6 მაისს დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლის თავს ეძღვნება, არ დაესწრება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ასევე არ დაესწრებიან აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემრონი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ბალტიის ქვეყნების ლიდერებიც.