ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს მამუკა ცაავას, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მამუკა ცაავა ქრთამის აღების ფაქტზე 19 მარტს დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის მარტის დასაწყისში, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა, საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 3 000 ევრო. წინა სასამართლო სხდომა 5 მაისს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები