რუმინეთი რუსულ გაზზე უარის თქმას აპირებს

რუმინეთმა მიმდინარე წლის აპრილიდან რუსულ გაზზე შეიძლება უარი თქვას, – ამის შესახებ გამოცემა Econimica წერს. ბუნებრივი აირის მოთხოვნებს ქვეყანა საკუთარი რესურსებით შეავსებს. ამ ეტაპზე რუსული ბუნებრივი აირის მოწოდების დროებით, შემოდგომამდე შეჩერებაზეა საუბარი. ამ ხნის მანძილზე რუმინეთი საკუთარი ბუნებრივი აირით მომარაგდება, რომელიც რუსულზე თითქმის ორჯერ იაფი ღირს, – ათასი კუბური მეტრის ფასი 380-ის ნაცვლად 200 დოლარს შეადგენს.
რუსულ გაზზე უარი შესაძლებელი გახდა რუმინეთში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები