უკრაინაში დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

კანონი დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ უკრაინაში დღეიდან ძალაში შევიდა. კანონის მიხედვით, დონეცკში და ლუგანსკში თვითმმართველობის განსაკუთრებული წესის ამოქმედება ამ რაიონებში უკრაინის კანონებით არჩევნების ჩატარებამდე გადაიდო. გარდა ამისა, დონეცკის და ლუგანსკის ოლქის ზოგიერთი ტერიტორია დროებით ოკუპირებულად გამოცხადდა.
კანონი რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. მოსკოვი მას მინსკის შეთანხმების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები